ძრავის კბილანა ღვედი

გაზგამანაწილებელი მექანიზმი (გამანაწილებელი ლილვი +კბილანა ღვედი (რასპრედვალები+ რემენი)) – ძრავის ყველაზე საპასუხისმგებლო კვანძია, რომლის სწორად ინსტალაცია უზრუნველყოფს ძრავის გამართულ მუშაობს. სწორედ გაზგამანაწილებელი მექანიზმის წყალობით ხდება ძრავში ბენზინ/ჰაერის ნაზავის შემშვები და გამონაბოლქვის გამომშვები გამშვები სარქველების გახსნა-დაკეტვა.

გამანაწილებელი ლილვი (რასპრედვალი) მუდმივად ბრუნავს მუხლა ლილვთან (კალენვალი) ერთად და ძრავის გამართულად მუშაობის მთავარი პირობა სწორედ მუხლა და გამანაწილებელი ლილვების ურთიერთპოზიცირებაა. მათი შკივები ერთმანეთთან დაკავშირებულია კბილანა ღვედით ან ჯაჭვით (ცეპი).

რა მოხდება თუ მუხლა ლილვი ან გამანაწილებელი ლილვი  მის ნორმალურ ბრუნვასთან შედარებით სულ რამოდენიმე გრადუსით წაინაცვლებს? (ეს ხდება კბილანა ღვედის ან ცეპის გაწელვის, ერთ კბილზე გადახტომის ან გაწყვეტის შედეგად)    შეიძლება სარქველი დაიკეტოს ადრე და საწვწვი ვერ შევიდეს ძრავში, ან გამშვებმა სარქველმა ვერ გაუშვას გამონაბოლქვი. გახსნილ სარქველს შეიძლება დაეჯახოს დგუში, რაც გამოიწვევ ძრავის დაზიანებას.

ძრავის მუშაობისას კბილანა ღვედი ცვდება, ხოლო ჯაჭვი იწელება დაა მ დროს ნებისმიერი მათგანი შეიძლება გაწყდეს, რაც გამოიწვევს ძრავის სერიოზულ დაზიანებას.

კბილანა ღვედის შეცვლა ძალიან საპასუხისმგებლო პროცედურაა და მისი შევლა აუცილებელია მწარმოებლის მიერ დადგენილი გარბენის შესაბამისად. კბილანა ღვედის შეცვლასთან დაკავშირებული თანხების დაზოგვამ შეიძლება მიგვიყვანოს ძრავის სერიოზულ დაზიანებამდე. კბილანა ღვედის მნიშვნელობიდან გამომდინარე – მისი შეცლა უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური ოსტატის მიერ.

აღსანიშნავია რომ კბილანა ღვედთან ერთად სასურველია შეიცვალოს მისი გორგოლაჭებიც.

 

აგრეგატული ღვედები

აგრეგატული ღვედები მოთავსებულია ძრავის წინა ნაწილში და მათი მოვალეობაა დამხმარე აგრეგატების(დინამო, ჰიდრავლიკის ტუმბო, კონდიციონერის ტუმბო) მოძრაობაში მოყვანა. დროთა განმავლობაში ეს ღვედები ძველდება, ცვდება და და ვეღარ უზრუნველყოფს ამ აგრეგატების სტულყოფილად მუშაობას და საბოლოოდ ღვედი წყდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტასაგზაო შემთხვევა, ამიტომ აუცლებელია ამ ღვედების მგომარეობის რეგულლარულად შემოწმება და დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მათი შეცვლა