სავალი ნაწილის შეკეთება ერთი შეხედვით არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით! სავალი ნაწილის შეკეთებისას შეიძლება გაჩნდეს უამრავი კითხვა. მაგალითად:

  • როგორ შევცვალოთ სწორად მორგვის (სტუპიცის) საკისარი?
  • როგორ ამოვიღოთ მილისი (ვტულკა) ისე რომ არ დავშალოთ მთელი მანქანა?
  • ახალი საილენტბლოკების (რაზვალნი ვტულკების) დაყენებისას როგორ გავანაწილოთ დატვირთვა მანქანის ღერძებზე ისე, რომ მონტაჟისას არ დავაზიანოთ საილენტბლოკები (რაზვალნი ვტულკები)?
  • როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან მორგვისა (სტუპიცა) და ბურთულა სახსრის (შარავოის) კაკუნი?
  • როგორ დავადგინოთ საჭის მექანიზმის კაკუნი რისი ბრალია, შემაერთებელი ღერძის (უდარნი ტიაგის), საჭის კბილანა სადგარი (რულევოი კალონკის) თუ  საჭის კბილანა სადგარის სამაგრების?

მსგავსი კითხვებისგან და ბევრი არასტანდარტული სიტუაციებისგან თავის არიდების მიზნით უმჯობესია არ დაიწყოთ სავალი ნაწილის შეკეთება დამოუკიდებლად და მიმართოთ პროფესიონალურ ავტოსერვისს.

მიუხედავ იმისა რომ სვალი ნაწილი შედგება ხისტი და მტკიცე დეტალებისგან, ისინი მაინც მიეკუთვნებიან მალეცვეთად დეტალებს. ეს იხსნება იმით რომ სავალი ნაწილი მუდმივად დატვირთვის ქვეშ იმყოფება ჩვენი გზების პირობებში ეს დატვირთვები ხშირად აღწევს საკმაოდ მაღალ სიდიდეებს.

ამიტომ სავალი ნაწილის შეკეთება ყველაზე მეტად მოთხოვნადი მომსახურებაა.

სუბარუ მოტორსი წარმოგიდგენთ სავალი ნაწილის დიაგნოსტიკისა და შეკეთების მომსახურების მთელ სპექტრს. შეკეთების პროცესში ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ცნობილი მწარმოებლების დამზადებულ ხარისხიან სათადარიგო ნაწილებს. რა თქმა უნდა  შეკეთებაზე პასუხისმგებელ ხელოსანთან კონსულტაციის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებას თავად იღებს ავტომფლობელი და კლიენტის მოთხოვნს შესაბამისად შესაძლებელია არაორიგინალი დეტალების გამოყენებაც.


სუბარუ მოტორსის სავალი ნაწილის შეკეთების მომსახურების სპექტრი:

  • დიაგნოსტიკა და შეცვლა – ამოტიზატორები, სამბარები, ამორტიზაროტის საყრდენები, საყრდენის საკისრები
  • წინა დაკიდების შეკეთება
  • უკანა დაკიდების შეკეთება
  • ყემბარების შეცვალ/შეკეთება, ყუმბარის მტვერდამცავების(პილნიკი) შეცვლა
  • დაკიდების ბერკეტების (შტანგები) შეცვლა/შეკეთება
  • ბურთულა სახსრების(სშარავოი) შეცვლა/შეკეთება
  • საილენტბლოკების (რაზვალნი ვტულკა) შეცვლა/შეკეთება
  • სტაბილიზატორის რეზინების და კავშირების (სტერჟნები) შეცვლა/შეკეთება
  • საჭის კბილანა სადგარის (რულევოი კალონლა) შეცვლა/შეკეთება
  • ჰიდრავლიკის სითხის შეცვლა
  • დამაკავშირებელი ღერძების (უდარნი ტიაგა) შეცვლა/შეკეთება
  • ბუნიკების (ნაკანეჩნიკების) შეცვლა/შეკეთება
  • ძრავის ბალიშების შეცვლა
  • გადაცემათა კოლოფის ბალიშების შეცვლა
  • ხუნდების , საყრდენი (აპორნი) დისკების, სამუხრუჭე დოლურების(ბარაბნების), სამუხრუჭე სისტემის მილების შეცვლა
  • სამუხრუჭე სითხის შეცვლა
  • სამუხრუჭე სისტემიდან ჰაერის გამოდევნა (პრაკაჩკა)
  • ABS სენსორების შეცვლა
  • სამუხრუჭე სისტემის ჰერმეტულობის დარღვევის აღმოფხვრა
  • მექანიკური გადაცემათა კოლოფების დიაგნოსტიკა და შეკეთება
  • ტრანსმისიი სისტემის დიაგნოსტიკა და შეკეთება
  • მორგვის საკისრების დიაგნოსტიკა/შეცვლა
  • დ.ა.შ…

ავტოსერვისში მისვლა აუცილებელია, როცა ავტომობილის მოძრაობაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი გადახრები, როცა მოძრაობისას ისმის კაკუნი, როცა მანქანის მანევრი აღარ ემთხვევა  საჭის მოძრაობას, როცა უარესდება მუხრუჭის ეფექტურობა. ჩვენი სპეციალისტები უმოკლეს დროში დაადგენენ წარმოშობილ გაუმართაობას და შემოგთავაზებენ გაუმართაობის აღმოფხვრის ყველა შესალო ვარიანტს.

ამიტომ გაითვალისწინეთ პროფესიონალთა რჩევები, რომლებსაც კარგად იციან თუ როგორ გააუმჯობესონ თქვენი მანქანის სავალი თვისებები. სუბარუ მოტორსი დიდი ხანია მუშაობს  ავტომობილის სხვადასხვა კვანძების და მათ შორის სავალი ნაწილის შეკეთებაზე. ჩვენი ხელოსნებს გააჩნიათ საკმაო გამოცდილება და ცოდნა იმისთვის, რომ შემოგთავაზონ სავალი ნაწილის შეკეთებასთან და სავალი თვისებების გაუმჯობესებასთად დაკავშირებული თქვენთვის ყველაზე  ხელსაყრელი ვარიანტები.