ძრავს ხშირად უწოდებენ ავტომობილის გულს. სამწუხაროდ მისი სამსახურის ვადა არაა უსაზღვრო. ძრავის გამართული მუშაობა უფრო მოხერხებულს და კომფორტულს ხდის მანქანის ექსპლუატაციას. მხოლოდ კონვეიერიდან ახლად  ჩამოსული ავტომობილის ძრავი გვაძლევს ფუფუნებას, დავივიწყოთ სხვადასხვა სახის ხმაური და კაკუნი მოძრაობისას.

ყველა ავტომფლობელმა არ იცის, რომ სწორად მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია ესპლუატაციის ვადა გავუგრძელოთ მანქანის ნებისმიერ დეტალს და ამით დავზოგოთ დრო, ძალისხმევა და ფინანსები, ასევე შევინარჩუნოთ მძღოლის და მგზავრების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი. ამიტომ რეკომენდირებულია მუდმივად ყურადღებით დავაკვირდეთ ძრავის მუშაობას, ვინაიდან ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა საშუალებას მოგცემთ მანქანა გყავდეთ მუდამ გამართულ მდგომარეობაში. რაც უფრო ადრე იქნება გამოვლენილი ხარვეზები ძრავის მუშაობაში, მით ნაკლები დაჯდება მისი შეკეთება, ამიტომ სასურველია სისტემატიურად მივმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც ოპერატიულად და კვალიფიციურად ჩაატარებენ ძრავის დიაგნოსტიკას და შეკეთებას.

სუბარუს ძრავი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ძრავებისგან მისი ცილინდრების ოპოზიტური განლაგებისა (ბოქსერის ტიპი) და მუხლა ლილვის (კალენვალის) ორ ნახევარბლოკებს შორის მდებარეობის გამო, ამიტომ მისი შეკეთება სხვა ძრავების შეკეთებასთან შედარებით ბევრად მეტ ცოდნას მოითხოვს.

“სუბარუ–მოტორსის” ძრავის ოსტატების პროფესიონალიზმი და მდიდარი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვნად შეამციროთ ძრავის მომსახურებისა და შეკეთების ხარჯები და აჩუქოთ თქვენი ავტომობილის ძრავს ახალი სიცოცხლე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • კომპრესიის შემოწმება
  • შეზეთვის სისტემის შემოწმება
  • მუხლა ლილვის შუასადების (კლადიშების) მდგომარეობის შემოწმება.
  • კბილანა ღვედის (ზუბჩატი რემენი) მდგომარეობის შემოწმება
  • ძრავის კაპიტალური შეკეთება
  • ცილინდრების ბლოკის თაურის (გალლოვკის)საფენების (პრაკლადკების) შეცვლა
  • კბილანა ღვედისა და გორგოლაჭების (როლიკების) შეცვლა,აღდგენა
  • ჩობალებისა(სალნიკები) და საფენების შეცვლა
  • ცილინდრების კომპრესიის ნომინალური მაჩვენებლის გაზომვა და აღდგენა.
  • ზეთის ტუმბოს(ნასოსის) აღდგენა.
  • დგუშების (პორშინების), დგუშის რგოლების (კოლიცოების), ბარბაცების (შატუნების), მუხლა ლილვის (კალენვალის) შეცვლა.
  • სარქველების (კლაპნების) ფაზების ცვლის (AVCS) სისტემის შეკეთება/შეცვლა
  • აალების სანთლის ჩობალების (სვეჩის სალნიკების) შეცვლა
  • საფენის (პრაკლადკის) დაწვის შემდეგ დეფორმირებული თაურების (გალოვკების) ზედაპირების მოხეხვა (შლიფოვკა) და საფენების შეცვლა.
  • თაურების ხუფების საფენების (გალოვკის კრიშკის პრაკლადკა) შეცვლა
  • ღვედის დამჭიმის შევცლა
  • წყლის ტუმბოს (პომპის) შეცვლა
  • აალების სანთლების შეცვლა
  • სხვადასხვა სენსორების შეცვლა
  • ღვედების (რემნების) დაჭიმულობის რეგულირება.
  • ტურბინის შეცვლა

მრავალი მათგანი, ვინც შემთხვევით მოხვდა ჩვენთან ძრავის უეცარი დაზიანების  გამო, შემდეგში ჩვენი მუდმივი კლიენტები გახდნენ. მათი თქმით ჩვენს ავტოსერვისთან  თანამშრომლობას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია :

ჩვენს ავტოსერვისში შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპიუტერული დიაგნოსტიკის მომსახურებით, რაც საშუალებას იძლევა წინასწარ გამოვავლინოთ დაზიანების მოსალოდნელი საფრთხე, დავადგინოთ, ძრავს კაპიტალური რემონტი სჭირდება თუ შესაძლებელია შემოვიფარგლოთ ნაკლებ ძვირადღირებული რემონტით და პროფილაქტიკით;

ყველა სარემონტო სამუშაო, რომელიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენს ავტოსერვისში, ტარდება მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მიერ, თითოეულმა მათგანმა კარგად იცის, როგორ ჩაატაროს ძრავის კაპიტალური შეკეთება მწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით;

ჩვენთან შეიძლება შეუკვეთოთ ძრავის ექსრემალური პირობებისთვის აწყობა.  რაც მნიშნელოვნად ზრდის ამ აგრეგატის მუშაობის ვადის ხანგრძლივობას. ამ ხასიათის სამუშაოების დროული შესრულება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ძრავის უეცარი გამოსვლა მწყობრიდან;

მომხმარებელს სხვა თანამედროვე სერვისცენტრებისგან განსხვავებით ვთავაზობთ მისაღებ ფასებს;

ჩვენ ვიძლევით გარანტიას მომსახურების ხარისხზე;

ჩვენს სერვისში, გარდა სარემონტო მომსახურებისა, შეგიძლიათ მიიღოთ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია;

 

“სუბარუ-მოტორსი” ასევე გთვაზობთ სხვა  მარკის  ავტომობილების უახლესი და თანამედროვე ბენზინის  ძრავების შეკეთბას (Porsche, Maserati, Mazda Rotary, BMW ///M დ.ა.შ…)