კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ლოგირება არის ერთერთი იმ უმთავრესი პირობათაგანი, რომლებიც უზრუნველყოფენ მანქანის საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნებას. ამ სახის დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ  ძრავისთვის საწვავისა და ჰაერის ნარევის მიწოდების გამართული რეჟიმი, რისი დარღვევაც   ხშირად ხდება ძრავის კაკუნის (“სტუკის“) მიზეზი.

“სუბარუ–მოტორსის” კვალიფიციური ოსტატები ხარისხიანად ჩაატარებენ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას თქვენი ავტომობილსთვის. გაგიწევენ  პროფესიონალურ კონსულტაციას და შეადგენენ ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების გეგმას

ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • ცენტრალური კომპიუტერის მონაცემთა ლოგირებას
  • ძრავის დიაგნოსტიკას
  • საწვავის მიწოდების სისტემის დიაგნოსტიკას
  • ანთების (ზაჟიგანიის) სისტემის დიაგნოსტიკას
  • ძრავის მართვის ელექტრონული ბლოკებისა და სენსორების დიაგნოსტიკას
  • ელეტროაღჭურვილობის დიაგნოსტიკას

ლოგირება

ეს არის მანქანის ძრავის მუშაობასთან დაკავშირებული მაჩვენებლების, ელექრტომოწყობილობების და სხვა საკვანძო დეტალების მახასიათებლების ჩაწერა სხვადასხვა რეჟიმში და დატვირთვაზე. ლოგირება პრინციპულად  განსხვავდება გარცელებული კოდების წამკითხველი კომპიუტერული დიაგნოსტიკისგან. ლოგირების საშუალებით ხდება მანქანის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა გაუმართაობის დიაგნოსტირება დინამიური დაკვირვების საშუალებით. ეს არის ყველაზე სარწმუნო და მაღალტექნოლოგიური საშუალება ავტომობილის ძრავის მუშაობის დიაგნოსტიკისთვის. დინამიური მონაცემები ხვდება კომპიუტერში და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ხდება მათი დეტალური ანალიზი.

მონაცემთა ლოგირების ფუნქციები:

  • შეცდომების კოდების წაკითხვა და გაშიფრვა
  • შეცდომების წაშლა
  • მიმდინარე მონაცემების ჩაწერა მაღალი სიჩქარით (60 პარამეტრი წამში)
  • ჩასაწერი პარამეტრების ჯგუფური ფორმირება სიმპტომების შესაბამისად
  • შემსრულებელი მექანიზმების შემოწმება(აქტივაცია)
  • არჩეული პარამეტრების გრაფიკული შედარება სხვა დანარჩენებთან
  • მიმდინარე მონაცემების ჩაწერა
  • თქვენი მანქანის ადრე ჩაწერილ ლოგებთან  შედარება
  • ადაპტაციის ჩატარება
  • 2004 წლის შემდეგ გამოშვებულ მანქანებზე გარბენის წაკითხვა უშუალოდ ცენტრალურ კომპიუტერდან.