ავტომობილის გადაბმულობა (სცეპლენიე) წარმოადგენს პირველ რგოლს იმ ჯაჭვისა, რომელსაც ტრანსმისიას უწოდებენ. მისი ფუნქციაა გადასცეს ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგია გადაცემათა კოლოფის პირველად ღერძს (პერვიჩნი ვალს) და ასევე უზრუნველყოს მანქანის დაძვრა და გადაცემების გლუვად (პლავნად) გადართვა. გადაბმულობა ასევე საშუალება აძლევს მძღოლს შეწყვიტოს მბრუნი მომენტის გადაცემა ძრავიდან გადაცემათა კოლოფის მიმართულებით, ასე ვთქვათ ძრავი და კოლოფი დააშოროს ერთმანეთს.

ცალღერძამძრავიანი (მონოპროვოდი) მანქანებისა და 4X4მანქანებში გადაბმულობის სუსტი წერტილები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაშინ როცა მონოამძრავიანი მანქანების გადაბმულობის ძრირითადი დაზიანებები მოდის გდაბმულობის ამძრავ მექანიზმზე, 4X4მანქანებს ძირითადად გადაბმულობის დისკი უზიანდებათ. ეს გამოწვეულია იმით რომ მონოამძრავიანი მანქანების გამწე თვლები მკვეთრად დაძვრისას ადვილად ცურდება (ბუქსავდება) და ძრავის სიმძლავრე ამ დროს იხარჯება საბურავის ცვეთაზე, ხოლო 4X4მანქანებში საბურავების მოცურება (დაბუქსავება) ბევრად უფრო დიდ სიმძლავრეს მოითხოვს ვიდრე მოჭოდების დიკის მოცურება (დაბუქსავება).

ხშირად მანქანის ავტოსახელოსნოში მოხვედრის მიზეზი, სწორედ ახალბედა მძღოლების გამოუცდელობა ხდება, ვინაიდან მანქანით მოძრაობისას, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში, მძღოლს ხშირად უწევს გადაბმულობის ჩართვა-გამორთვა და გადაცემის გადართვა.

 

“სუბარუ–მოტორსი” გთავაზობთ შემდეგი გაუმართაობების აღმოფხვრას.

  • ხანდახან ხდება, რომ გადაბმულობა ბოლომდე არ ითიშება. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს გადაბმულობის სატერფულის  თავისუფალი მოძრაობა, დამწოლი ქუროს (ვიჟმნოი) საკისრის გადახრა, წამყვანი დისკის მორყევა ან ზამბარის გატეხვა. რომ აღმოვფხვრათ გაუმართაობა, უნდა მოვახდინოთ სატერფულის რეგულირება, ამოვტუმბოთ ჰაერი მუშა ცილინდრებიდან (პრაკაჩკა) ან გამოიცვალოს დაზიანებული დისკები და ზამბარები.
  • თუ გადაბმულობა „ბუქსაობს“ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ დისკის ზედაპირები (ნაკლადკები) გაპოხილია ან გაცვეთილი. ამ შემთხვევაში უნდა  გაიწმინდოს და გამოიცვალოს გადაბმულობის დისკი.
  • გადაბმულობა შეიძლება ჩაირთოს მკვეთრად, ამძრავი მექანიზმის გაჭედვის, დისკების და მქნევარას ზედაპირებზე დაზიანებების,  დისკის ზედაპირების დაშლის გამო. ამ შემთხვევაში იცვლება გაუმართავი კვანძები ამძრავ მექანიზმში, ან დისკების ფილისა და მქნევარის ზედაპირებს აშორებენ უსწორმასწორობებს. აუცილებლობის შემთხვევაში ცვლიან გადაბმულობის დისკს.

 

“სუბარუ–მოტორსი” ასევე გთავაზობთ გადაცემათა მექანიკური კოლოფის რემონტს, რომელიც თავისთავად მოითხოვს პროფესიონალიზმს და დიდ გამოცდილებას.

შეგახსენებთ, რომ  გადაბმულობის და გადაცემათ კოლოფის მუშოაბის ხანგრძლივობა ძრითადად დამოკიდებულია თქვენი ტარების მანერაზე. მანქანის მკვეთრი დაძვრა და აჩქარება მნიშვნელოვნად ამცირებს გადაბმულობის და გადაცემათა კოლოფის  დეტალების რესურსს.

გადაცემათ კოლოფისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუ რა ზეთი იქნება მასში  გამოყენებული. შესაბამისად  “სუბარუ–მოტორსი” გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის გადაცემათა კოლოფის უმაღლესი ხარისხის საცხებ–საპოხ მასალებს, რომლებიც გაუხანგრძლივებენ სამუშაო პერიოდს და დაგიცავთ შემდგომი ძვირადღირებული რემონტისგან.