Posted by komisia On December - 20 - 2011 0 Comment

დღევანდელ დღეს ბაზარზე გავრცელებული ზეთის ფილტრებიდან ძნელია ამოარჩიო მართლა ხარისხიანი ფილტრი, ვინაიდან ეს პროცესი მოითხოვს მის „ქირურგიულ გაკვეთას“ და მის „შიგნეულობის ამოტრიალებას“. ხშირად კი ამის საშუალება და სურვილი არათუ მომხმარებელს, არამედ მაღაზიებსაც არ აქვთ და ინტერნეტით მოპოვებული თეორიული და სარეკლამო მასალებით კმაყოფილდებიან. შედარებით რეალური სურათის მისაღებად სუბარუ–მოტორსმა სუბარუ ქლაბ ჯორჯიასთნ ერთად ჩაატარა ფილტრების კვლევა. გავჭერით რამოდენიმე ჩვენთვის ხელმისაწვდომი ფილტრი, რომლებიც კატალოგით ჩვენს ავტომობილებს შეესაბამებოდა.

* BOSCH TYPE-R F-1 გერმანული ბრენდი, წარმოებულია იაპონიაში (JDM) (ნაყიდია საქართველოში)
* BOSCH TYPE-R Z-2 გერმანული ბრენდი, წარმოებულია იაპონიაში (JDM) (ნაყიდია საქართველოში)
* DENSO 150-1011 იაპონური ბრენდი, წარმოების ქვეყანა უცნობია (ჩამოტანილია)
* PUROLATOR PL14460 კანადური ბრენდი, წარმოების ქვეყანა უცნობია (ჩამოტანილია)
* HENGST H97W06 გერმანული ბრენდი, წარმოებულია კორეაში (ნაყიდია საქართველოში)
* SUBARU 15208AA100 ორიგინალი ფილტრი (ნაყიდია საქართველოში)
* SCT SM134 გერმანული ბრენდი, წარმოების ქვეყანა უცნობია (ნაყიდია საქართველოში)
* MAHLE(knecht)OC 195 გერმანული ბრენდი, წარმოების ქვეყანა ავსტრია (ნაყიდია საქართველოში)
* CHAMPION F119 ამერიკული ბრენდი, წარმოების ქვეყანა ბელგია (ნაყიდია საქართველოში)

   *** არცერთი ფილტრის დამამზადებელ ქვეყანაზე და მის ორიგინალობაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ!!! ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ ყუთზე არსებული წარწერებით.

პირველ რიგში ფილტრები დათვალიერდა ვიზუალურად გარედან. დენსო–ს ნახვრეტები საერთოდ არ იყო დამუშავებული და ქონდა ნაწიბურები.

სკტ–ს ფილტრს ნაწერები საშინელი ხარისხით იყო შესრულებული

დენსოს და პუროლატორის ფილტრზე ნაწერების მაგივრად დაკრული იყო სტიკერები.

ზედა რეზინები ზოგს ეყენა მრგვალი (ბოში, სუბარუ, მალე, ჰენგსტი, დენსო) და ზოგს ოთკუთხედი (ჩემპიონი, პუროლატორი, სკტ) ზედაპირით. ამ რეზინის საშუალებით ფილტრი ჰერმეტულად ეჭირება ძრავზე და ამ ჰერმეტიზაციის დარღვევის დროს ხდება ზეთის გამოჟონვა ფილტრიდან, რაც შემდგომ იწვევს სისტემაში წნევის დავარდნას და სხვა არასასურველ შედეგებს, ამიტომ გავამახვილეთ ყურადღბა ამ დეტალზე. მრგვალი რეზინებიდან ყველაზე სუსტი დენსოს ეყენა, რომელიც ძლიან ადვილად ვარდებოდა ბუდიდან. ჰენგსტზე და ორიგინალ ფილტრზე კი ისეა ჩასმული, რომ ცოტათი გაგვიჭირდა კიდეც მისი ამოგდება. ოთკუთხედი რეზინებიდან ყველაზე წვრილი პუროლატორს ეყენა და რაღაც არასიმეტრიულად და თავისუფლად იყო ჩასმული მრავალკუთხედის ფორმით.

 გარედან დათვალიერების სხვა უმნიშვნელო დეტალებზე აღარ გავჩერდით, უბრალოდ ყველას თვალში მოხვდა BOSCH-ის შესრულების ზედმიწევნით კარგი ხარისხი ყველა უმნიშვნელო დეტალზეც კი.
პირველადი ვიზუალური შემოწმების შემდეგ 5 ბალიან სისტემით ქულები შემდეგნაირად გადავანაწილეთ
BOSCH – 5+
SUBARU – 5
HENGST – 5
MAHLE – 4
CHAMPION – 4
DENSO – 3
PUROLATOR – 3
SCT – 1

ამ გაჭრა-გამოჭრის დროს აღმოჩნდა, რომ პუროლატორის გარე კორპუსი ძალიან თხელი მასალისგან იყო დამზადებული და ადვილად იღებდა დეფორმაციას. დიდი შანსია, რომ ფილტრის დაჭერის დროს დაიბრიცოს და მაღალ წნევაზე ესეთი თხელი კედელი შეიძლება გაიბეროს კიდეც. სხვა ყველა კორპუსი შედარებით მკვრივი და სქელი მასალით იყო დამზადებული.

გაჭრილ კორპუსზე SCT-ს ადვილად შეეტყო, რომ ადრე “ბავშვობაში” ეს ფილტრი ლურჯი იყო და რატომღაც შავად გადაუღებიათ.

ხოლო MAHLE-ს კორპუსის შეღებვის დროს ალბათ ძალიან მოიწადინეს და შიდა მხარის ნახევარზეც იყვნენ გადასულები შავი საღებავით.

აბსოლიტურად ყველა ფილტრს ქონდა ბაიპას–კლაპანი, რომლის საშუალებითაც ძრავში პირდაპირ გადადის გაუფილტრავი ზეთი, როდესაც ფილტრი კარგავს გამტარუნარიანობას და ზეთს უქმნის განსაზღვრულ წნევაზე მეტ წინაღობას. ეს კლაპანი ყველა ფილტრს სხვადასხვა წნევაზე აქვს გათვლილი. სამწუხაროდ ამ სიხისტის შემოწმება და შედარება ხელით მოგვიწია.
ყველაზე ხისტი კლაპანი ეყენა MAHLE-ს, PUROLATOR-ს და HENGST-ს. მერე SUBARU-ს, CHAMPION-ს, BOSCH-ს და DENSO-ს. SCT–ს კლაპანი კი შემოწმებისას რამოდენიმეჯერ გაგვეჭედა huh.gif რომლის შედეგსაც უკვე თქვენთვითონვე ხვდებით. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილტრს ამ კლაპნის ზამბარა შიგნიდან გულში ეყენა, ხოლო HENGST-ს და MAHLE-ს გარედან ქონდა ზამბარა-ფირფიტაზე დამაგრებული, ალბათ ამ მიზეზითაც ქონდათ ყველაზე ხისტი კლაპნები.

პუროლატორის და BOSCH TYPE-R F-1 –ის გარდა ყველას ქონდა ანტი–სლივის კლაპანი, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციას: როდესაც ძრავი წყვეტს მუშაობას ეს კლაპანი უზრუნველყოფს ზეთის ნაწილობრივად სისტემაში დატოვებას ასევე ფილტრიც მუდმივად სავსეა ზეთით. რაც ძრავის დაქოქვისას წამიერ შეზეთვის წინაპირობაა. თუმცაღა სუბარუს ბოქსერის ტიპის ძრავის სპეციფიკიდან გამომდინარე იმ მოდელებზე, რომელსაც ფილტრი ვერტიკალურად დაბლა უყენია ეს კლაპანი ბევრს ვერაფერს ცვლის.
უხეში – შედარებით არადრეკადი რეზინის კლაპნები ქონდა HENGST-ს, CHAMPION-ს და SCT–ს.
SCT–ს შიდა გულზე პატარა ამოწეული ნაწიბური არ ქონდა რაზეც ეს კლაპანი უნდა ჩამოცმულიყო და ჰერმეტულობა დაეცვა ფილტრის თავსა და გულს შორის, ამის მაგივრად ჩაღრმავებული ადგილი ქონდა კლაპანის ჩასასმელად და შემდგომ თავსახურის დაფარების დროს რამდენად შეინარჩუნებდა ეს კონსტრუქცია ჰერმეტულობას კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, შესაბამისად იზრდებოდა ალბათობა მაღალ წნევაზე გაუფილტრავი და გაფილტრული ზეთების ერთმანეთში შერევის.

 

ყველასგან გამორჩეული, მასალის ხარისხით BOSCH ( Z-2) –ის კლაპანი იყო. ასევე ყველასგან განსხვავებით თვითონ გულზე ისე კარგად იყო მორგებული, რომ ამობრუნების დროსაც არ ვარდებოდა, ეს შეიძლება ძალიან უმნიშვნელო დეტალიც იყო, მაგრამ როდესაც იაპონელების ყველა უმნიშვნელოდ პატარა დეტალზეც კი პასუხისმგებლობას ვხედავდით, გვსიამოვნებდა smile.gif

DENSO-ს, SUBARU-ს და MAHLE-ს კლაპნებიც შედარებით თხელი, მაგრამ კარგი და ხარისხიანი მასალით იყო შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ BOSCH ( F-1)–ს რომელსაც არ ქონდა ეს კლაპანი, შიდა რკინის გულზე ქონდა რეზინის რგოლი, რის საშუალებითაც ფილტრის თავი ჰერმეტულად უერთდება. შედეგად გამორიცხულია გაუფილტრავი და გაფილტული ზეთების შერევა. პუროლატორს კი ესეთი რეზინის შუასადები არ ქონდა და უფო მეტიც, გული ისე ცუდად აჯდებოდა თავს, რომ იგივე კითხვა გაგვიჩნდა რაც SCT–ს შემთხვევაში.

სანამ ყველაზე საინტერესო – ქაღალდის გამოკვლევაზე გადავიდოდით ასევე კარგად დავათვალიერეთ ფილტრის გულებიც, რომელმაც უკვე გაფილტრული ზეთი უნდა გაიაროს და რაც ნაკლები წინაღობა შეექმნება მით უკეთსია. ყველასგან გამორჩეული, თანაბრად დახვრეტილი და კარგი ხარისხის მასალისგან დამზადებუი გულები ქონდა ბოშის, მაჰლეს, დენსოს და ორიგინალ ფილტრებს. სრულიად მოულოდნელად ჰენგსტის ფილტრზე აღმოჩნდა რომ გულზე ზედა და ქვედა რგოლები საერთოდ არ იყო მყარად შეერთებული და მხოლოდ ქაღალდი იჭერდა.

პუროლატორის ფილტრს საერთოდ არათნაბრად ქონდა ნახვრეტები გაკეთბული აქაიქ, ხოლო სკტ–ს ფილტრზე ნახვრეტები იყო თუ არა გაკეთბული თავიდან ვერც მივხვდით smile.gif

მოვიდა ყველაზე მთვარი ელემენტის, ქაღალდის შედარებების დროც. ერთი შეხედვით ყველასგან გამორჩეული ხარისხის ქაღალდი ქონდა ბოშს, ხოლო ყველაზე უხარისხოს შთბეჭდილება პუროლატორის ქაღალდმა დატოვა, რომელიც ჩვეულებრივ კარდონს უფრო გავდა.

პირველ რიგში გაიზომა ყველა ქაღლდის სიგრძე–სიგანე და შესაბამისად დაითვალა ქაღალდის ფართობები:

რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო ორიგინალი ფილტრის ქაღალდის ფართობი ჩამორჩებოდა რამოდენიმე ფილტრს და რეალურად მხოლოდ 702 სმ*2 ფართობის ქაღალდი ქონდა. გარეგნული ზომით ყველაზე დიდ ფილტრს – PUROLATOR-ს მხოლოდ 598 სმ*2 და ასევე საკმაოდ დიდ ფილტრში – CHAMPION-ში მხოლოდ 4 სმ სიმაღლის ქაღალდი იდო, რასაც შიგნით მაღალი ზამბარა აკომპენსირებდა. ყველაზე პატარა და მოკლე ქაღალდი იდო SCT–ში, მხოლოდ 1 მეტრის სიგრძის smile.gif გაოცება ვერ დავმალეთ როდესაც BOSCH F-1 ის ქაღალდი გავშალეთ, რომლის ფართობმაც 950 სმ*2 შეადგინა, რითაც კონკურენტებზე ბევრად დიდი ნაბიჯით გადახტა წინ, ბრავო იაპონელებს !!! საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს MAHLE-ს ფილტრსაც (765 სმ*2) რის შემდეგაც HENGST-ი (711 სმ*2) ლიდერობს.
ზოგადად ქაღალდის ფართობი რაც უფრო დიდია, მით უფრო გამტარუნარიანია ფილტრი და მისი გაჭედვის (როდესაც ქაღლდი ზეთს ძალიან ცუდად, ან ვეღარ ატარებს) შანსი ბევრად ნაკლები.

ქაღალდის ავკარგიანობის დასადგენად გადავწყვიტეთ, რომ მისი გამტარიანობა შეგვემოწმებინა, რისთვისაც შემდეგი რაღაც მოვიფიქრეთ: ავიღეთ 1 ლიტრიანი ბოთლი, რომლის სახურავსაც გავუკეთეთ დიდი ნახვრეტი და ეს ფართობი ჩავთვალეთ ერთეულად და ეტალონად. ავავსეთ ეს ბოთლი ახალი MOTUL 5w30 X-Clean-ით, ბოლოში საჰაეროდ და წნევის დასაკომპენსირებლად გავუკეთეთ პატარა ნახვრეტი და დიდი ელექტრო სასწორის დახმარებით (რომელიც გრამის მეასედებსაც ზომავდა) გავზომეთ, თუ რამდენ გრამ ზეთს გაფილტრავდა თითოეული ქაღლდი 5 წუთის განმავლობაში.

გამოვთვალეთ 1 წუთში საშუალოდ რამდენი გრამი ზეთი გავიდა თავისუფალი დინებით და ჩვენ ენაზე ამ ციფრს დავარქვით დენადობის კოეფიციენტი.

გასაგებია, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ეს ციფრი, მით უფრო უკეთესი გამტარი იქნებოდა ქაღალდი. ქაღალდის და ფილტრის მაღალი გამტარიანობა საჭიროა იმისთვის, რომ ძრავს საკმარისი წნევით (წნევის მინიმალური დანაკარგით) საჭირო რაოდენობის გაფილტრული ზეთი მიეწოდებოდეს, ასევე ცივი ძრავის დაქოქვის შემთხვევაში მთლიანი სისტემა შეავსოს გაფილტრული ზეთით რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ზუსტად ამ დროს ხდება ძრავის დეტალების მაქსიმალური ცვეთა. ეს ყველაფერი კი ძრავისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტებია.
სანამ შედეგები დაიწერება, გვინდა ავღნიშნოთ, რომ რეალურად ძრავის მუშაობის დროს ფილტრში ზეთის წნევა გაცილებით მაღალია ვიდრე ატმოსფერული წნევა და შესაძლებელია, რომ მაღალ წნევაზე ქაღალდებმა შეიცვალონ თვისებები, მაგრამ ეხლანდელ მიღებულ სურათს დიდად მაინც ვერ შეცვლის.
მოკლედ ჩაირთო წამზომი და შედეგებიც გამოვლინდა:

როგორც მოველოდით PUROLATOR-ის ქაღლდმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, მაგრამ MAHLE-ს ამხელა კოეფიციენტს ნამდვილად არ ველოდებოდით. ძალიან კარგი შედეგი ქონდა იაპონურ ბოშის ქაღალდსაც, რომელსაც შემდგომ ჰენგსტი მოსდევს. მაგრამ ამით საქმე ჯერ არ დამთავრებულა, ქაღალდის ერთეულ ფართობზე გამტარუნარიანობა ერთია, მაგრამ მთლიანი ფილტრის გამტარუნარიანობა მეორე. ფილტრში რაც უფრო დიდი ქაღალდი დევს მით უფრო გამტარუნარიანი იქნება ის და ეს დამოკიდებულება პირდაპირ პროპორციულია. ამიტომ ფილტრის კოეფიციენტის დასადგენად მიღებული მაჩვენებლები გავამრავლეთ ქაღალდის მთლიან ფართობზე და გავყავით 1000–ზე. საბოლოო შედეგები ესე გამოიყურება:

საინტერესოა, რომ bosch z-2–ს პატარა ფართობის მიუხედავად მაღლი ხარისხის ქაღლდის ხარჯზე პირველ სამეულში მოხვდა დენადობის მაჩვენებლით. თუმცაღა დენადობის კოეფიციენტის გაზრდა ჯობია ფილტრში ქაღლდის ფართობის გაზრდის ხარჯზე, რადგან ზოგადად ერთეულ ფართობზე გამტარიანობის გაზრდა ფილტრაციის დონის შემცირებას იწვევს. სერიოზული და ძლიერი ფირმები მილიონობით დოლარს ხარჯავს, რათა უფრო და უფრო უკეთსი გამტარობის მასალა შექმნან მინიმუმ იგივე ფილტრაციით თუ გაუმჯობესებულით არა. შესაბამისად ესეთი დაპატენტებული ტექნოლოგიებით მზადდება ცნობილი ფირმების ქაღალდები.

*** ეს კოეფიციენტები მოგონილია ჩვენს მიერ მხოლოდ გამტარიანობის ერთმანეთთან შესადარებლად და არანაირ საერთაშორისო სისტემაში არ ზის (ალბათ smile.gif )

დეტალების ხარისხიანი შესრულების, გამოვლენილი დეფექტების, ქაღალდის ფართობის და ფილტრის დენადობის კოეფიციენტის გათვალისწინებით ადგილები ესე გადავანაწილეთ და გვერდზე მივუწერეთ საბაზრო ფასებიც:

1) bosch f-1 – 20ლ
2) Mahle – 15ლ
3) bosch z-2 – 20 ლ
4) OEM – 25ლ
5) Hengst – 12ლ
6) Champion -20ლ
7) Denso – 17-20 ლ (ესე ჯდება ჩამოტანა)
8) purolator – 17-20 ლ (ესე ჯდება ჩამოტანა)
9) SCT -10ლ

ჩვენი შედეგების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ ფასები არ შეესაბამება რეალურ ხარისხს. იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება ჩვენ ყველას და უკვე შევძლებთ რეალურად ხარისხიანი და კარგი პროდუქციის შერჩევას.
უხარისხო ფილტრი ძრავის სიკვდილის ერთერთი მიზეზია !!!

P.S.
ჩვენ არ ვართ არცეთი ამ ბრენდის ფილტრების იმპორტიორი !!!
არანაირი ინტერესი არ დევს ამათუ იმ ბრენდთან დაკავშირებით !!!
ეს კვლევა ჩატარდა პირველ რიგში იმისთვის, რომ სწორი მომწოდებელი და პროდუქცია შეგვერჩია !!!