2007 წლამდე საქართველოში Subaru-ს შესახებ ცოტამ თუ იცოდა რამე. ამ ”იშვიათი” მარკის ავტომობილის მცირერიცხოვანი მფლობელები გზაზე ერთმანეთს ” ფარების” ანთებით ესალმებოდნენ. თუმცა 2007-2011 წლებში Subaru-ს მოდელებმა საქართველოს პირობებისადმი საკვირველი შესაბამისობით დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ამ ავტომობილის მფლობელებმა  კომუნიკაცია შეკრებებისა და ფორუმის საშუალებით დაიწყეს, აწყობდნენ საავტომობილო გასვლებს სხვადასხვა რეგიონებში. 2009 წელს კი საქართველოში უკვე ოფიციალური სახით ჩამოყალიბდა   Subaru Club Georigia რამაც უზარმაზარი საფუძველი ჩაუყარა ამ მარკის პოპულარიზაციას. კლუბისა და ფორუმის წევრების შეკრებები დიდ ავტოსახელოსნოს დაემსგავსა, სადაც შეკრებილნი თავ–თავისი ხელსაწყოებით მოდიოდნენ, სხვებზე დახელოვნებულნი კი ყველას ეხმარებოდნენ სავადასხვა დეტალის შეკეთება- გამოცვლაში. უმთავრესი კი ის იყო, რომ ყველა სახის შეკეთება მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

Subaru Club Georigia–ს წიაღში დაგროვილი უნიკალური ცოდნა, უდიდესი გამოცდილება, ბაზარზე კვალიფიცირებული და გამოცდილების მქონე სერვისის არარსებობა და არაადეკვატური ფასები გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2010 წლის ზაფხულში საფუძველი ჩაეყარა ხოლო 2011 წელს კლუბის დამფუძნებლების მეშვეობით გაიხსნა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი  Subaru-ს მარკის ავტომობილების მომსახურებასა და ტუნინგზე სპეციალიზებული სერვისცენტრი ”SUBARU-MOTORS”-ი.

ჩვენს ავტოსახელოსნოში  დღესდღეობით წარმატებით ხორციელდება Subaru-ს მარკის ავტომობილების ძრავის, სავალი ნაწილების და გადაცემათა კოლოფების სრულყოფილი სერვისი. ხშირად საქმეში ჩაუხედავი მომხმარებელი არაკვალიფიცირებული სერვისცენტრის და მის მიერ შესრულებური არაადეკვატური  საქმის მსხვერპლი ხდება, რისი შედეგების გამოსწორებაც ხშირად უწევთ ჩვენ  ხელოსნებს. სწორედ ასეთი მომხმარებლის ინტერესების დაცვა იყო ”SUBARU-MOTORS”-ის შექმნის მთავარი მიზანი.

ავტომფლობელებს  ვთვაზობთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდის MOTUL-ის საცხებ- საპოხ მასალებს. შეგახსენებთ, რომ MOTUL–ი წლების განმავლობაში ხვეწავდა და ქმნიდა ახალ უნიკალურ პროდუქციას სუბარუს და სხვა ავტო/მოტო გუნდებთან ერთად. მომხმარებელს ასევე ვთვაზობთ  უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დეტალებს.

სწორი და პატიოსანი  პოლიტიკით ”SUBARU-MOTORS”-მა უკვე მოახერხა კმაყოფილი  კლიენტების მთელი არმიის შემოკრება. მუდმივი მომხმარებლებისთვის  დანერგა 10% და 15%–იანი ფასდაკლების ბარათები. ასპონსორობს და სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას უწევს Subaru Club Georigia-ს სპორტულ საჯინიბოს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ”SUBARU-MOTORS”-ის თანადგომით სულ მალე თავის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართული ავტოსპორტის განვითარებაში.

ჩვენი  ძალები მიმართულია უფრო ახალი და საინტერესო  სერვისის დანერგვაზე, რომელსაც მომავალში ჩვენს მომხმარებელს ნელნელა შევთვაზებთ.