Posted by komisia On May - 3 - 2012 0 Comment

სუბარუ-მოტორსმა დაიწყო მეოთხე თაობის, სპეციალურად ბოქსერის ძრავისთვის განკუთვნილი, მაღალი სიმძლავრის გაზის აპარატურის მონტაჟი სუბარუებზე. კონკრეტულად მონტაჟდება  მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის Landi Renzo-ს ძვირადღირებული მეოთხე თაობის იტალიური აპარატურა.

ამ აპარატურის გარანტირებული ხარისხი და ჩვენი გამოცდილება სუბარუს ტექნიკური კუთხით, წინაპირობაა იმისა, რომ ჩვენთან დაყენებული გაზის აპარატურა ტექნიკურად გამართულ მანქანაზე იმუშავებს უპრობლემოდ, ხოლო აპარატურაზე გარანტია გავრცელდება 2 წელი !!!
ჩვენთან დაყენებული აპარატურა და ნამუშევარი თავისი ხარისხით და კომპაქტურობით  რადიკალურად გამოირჩვა სხვა კომპანიების ნახელავისგან.
ასევე დამატებით, საქართველოში პირველად , მეოთხე თაობის გაზის აპარატურაზე ფართოზოლოვანი ჟანგბადის (ლამბდა) სენსორის გამოყენებით  ვაკეთებთ გაზი/ჟანგბადი-ს ნაზავის მაქსიმალურად ზუსტად გასწორებას – ე.წ. “წიუნინგ-ნასტროიკას”. ამ მეთოდით გასწორების შემთხვევაში 15%-მდე იზრდება მანქანის სიმძლავრე და პარალელურად მცირდება გაზის მოხმარებაც. შეუმჩნეველი ხდება სიმძლავრის დანაკარგი გაზზე.

სანამ აპარატურა დამონტაჟდება, ავტომობილს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სრული ელ. დიაგნოსტიკა , ე.წ. “ლოგირება” და შესაბამისად  უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთვევაში არ გავრცელდება არანაირი გარანტია.

ჩვენთან მოქმედებს ბანკ რესპუბლიკას 6 თვიანი უპროცენტო განვადება.

სუბარუ-მოტორსის რამოდენიმე ნამუშევარი:

ენდეთ ჩვენს ხარისხს :)